მედიის ცნობით, დონეცკის ოლქში ორი სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი უკრაინელი მფრინავი დაიღუპა
მედიის ცნობით, დონეცკის ოლქში ორი სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი უკრაინელი მფრინავი დაიღუპა

დონეცკის ოლქში ორი სამხედრო ვერტმფრენი გაურკვეველ ვითარებაში ჩამოვარდა, დაიღუპა ექვსი უკრაინელი მფრინავი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, შემთხვევა 29 აგვისტოს მოხდა.

როგორც ანონიმური წყაროები უკრაინულ მედიასთან საუბრისას აცხადებენ, Mi-8-ის ჩამოვარდნის ადგილზე იპოვეს ექვსი მფრინავის ცხედარი, რომელთაც ოფიცრის წოდება ჰქონდათ.

როგორც მედია წერს, საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ვერტმფრენების ჩამოვარდნის მიზეზი.