ჰავაიზე მასშტაბური ხანძრის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა. ინფორმაციას კუნძულ მაუის გუბერნატორი ადასტურებს.
ამ დროისთვის კუნძულ მაუის დასავლეთით გავრცელებული სტიქიის 80%-ს მეხანძრე-მაშველები უკვე აკონტროლებენ და უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობის შემდგომი ევაკუაციის საჭიროება აღარ დგას.
მედიის ინფორმაციით, კუნძულ მაუიზე ასობით ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.
ჰავაის გუბერნატორის, ჯოშ გრინის განცხადებით, ეს ხანძარი არის ყველაზე დიდი ბუნებრივი კატასტროფა ჰავაის შტატის ისტორიაში და აღნიშნა, რომ ისტორიული ზღვისპირა ქალაქის, ლაჰაინას 80 პროცენტი განადგურებულია.
ჰავაის კუნძულ მაუიზე ხანძარი 8 აგვისტოს გაჩნდა.