ჰავაის არქიპელაგის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 36-მდე გაიზარდა
ჰავაის არქიპელაგის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 36-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ვრცელდება ცნობები დაშავებულების შესახებ, თუმცა მათი რაოდენობა უცნობია.
ხელისუფლების ცნობით, ცხედრები მაშველებმა ცეცხლი ჩაქრობისას აღმოაჩინეს.
ამ დროის მონაცემებით, კუნძულ მაუიდან 11 ათასი ადამიანია ევაკუირებული. როგორც ჰავაის ტრანსპორტის დეპარტამენტში განაცხადეს, კიდევ ორი ათასი ადამიანი კუნძულს პარასკევს დატოვებს.
კუნძულის ზოგიერთ რაინში შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება, არ მუშაობს მობილური ქსელები.
კუნძულზე ხანძრის სამ მასშტაბურ კერას ებრძვიან.