გაზეთ Mirror-ის ინფორმაციით, ლონდონის “ტოტენჰემის” ფორვარდი ჰარი კეინი ტრავმის გამო თამაშს მინიმუმ მაისამდე ვერ შეძლებს. შეგახსენებთ, რომ 24 წლის ფეხბურთელმა დაზიანება პრემიერლიგის 30-ე ტურში, “ბორნმუთთან” მატჩში მიიღო.
უფრო ადრე წერდნენ, რომ ინგლისის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა კოჭის სერიოზული ტრავმა თავიდან აიცილა. აღსანიშნავია, რომ კეინისთვის ეს ბოლო წელიწადნახევარში მესამე ამგვარი დაზიანება იყო.
2017-18 წლების სეზონში ჰარი კეინი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია. მას ინგლისის ჩემპიონატში 24 გოლი დაუგროვდა და ფორვარდი სერიოზულ პრეტენზიას აცხადებდა 2018 წელს “ოქროს ბუცის” მოგებაზე.