„ომიკრონმა“ კორონავირუსის პანდემია ახალ ფაზაში გადაიყვანა და ევროპაში შესაძლოა, პანდემიას ბოლო მოუღოს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.
კლუგეს თქმით, სეზონურობის შემცირების, ადამიანების იმუნიტეტისა და აცრების შედეგად, თვეების განმავლობაში გლობალური იმუნიტეტი შეიქმნება.
„ველოდებით, რომ იქნება სიმშვიდის პერიოდი. „კოვიდ-19“ წლის ბოლომდე შესაძლოა, დაბრუნდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პანდემია აუცილებლად დაბრუნდება“, – აღნიშნა ჰანს კლუგემ.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ წარმომადგენლის განცხადებით, დაავადებები ენდემურია, რომელთა დინამიკის პროგნოზირება შესაძლებელია.
„ამ ვირუსმა არაერთხელ გაგვაოცა, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“, – თქვა კლუგემ.