ჰამბურგში მცხოვრებმა ქართველებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მდუმარე აქციით მიაგეს
გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მდებარე რუსეთის საელჩოსთან, გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მდუმარე აქციით მიაგეს.
აქციის მონაწილეებმა ამ ფორმით არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს.
„ვერ დაგაჩოქეს, გმირები არ კვდებიან“, „რუსეთი ოკუპანტია“, – ამ ლოზუნგებით აქციის მონაწილეებმა რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკა და ოკუპაცია გააპროტესტეს.
მდუმარე აქცია ჰამბურგში რამდენიმე საათს გაგრძელდა.
არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით გუშინ დაკრძალეს.