„ჰამასში“ აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარი შემთხვევის გამო, შესაძლოა, ისრაელთან მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები შეწყვიტონ
„ჰამასში“ აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარი შემთხვევის გამო, შესაძლოა, ისრაელთან მძევლების გათავისუფლების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებები შეწყვიტონ.
„მოძრაობის ლიდერების მიერ წარმოებული მოლაპარაკებები ჩვენი ხალხის სისხლის საფასურად არ ღირს“, – ნათქვამია „ჰამასის“ განცხადებაში.
მედიის ცნობით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარი შემთხვევის დროს 104 ადამიანი დაიღუპა და 760-ზე მეტი დაშავდა. გავრცელებული ცნობით, პალესტინელები ჰუმანიტარული პროდუქტებით სავსე სატვირთოებს ელოდებოდნენ. მათი ქაოსი ისრაელის შეიარაღებულ ძალებში საფრთხედ აღიქვეს და პალესტინელების მისამართით ცეცხლი გახსნეს.