ისლამურმა მოძრაობა „ჰამასმა“ მესამე ინტიფადას დაწყება გამოაცხადა. ეს გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას უკავშირდება.
„ჩვენ გამოვაცხადეთ ინტიფადა იმისთვის, რომ პროტესტი გაგრძელდეს, მოვახდინოთ ზეწოლა ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რომ მათ გადაწყვეტილება შეცვალონ. ღაზას სექტორში საპროტესტო ტალღის ზრდა მხოლოდ დასაწყისია. ეს მესამე ინტიფადაა“, – ამის შესახებ „ჰამასის“ პრესმდივანმა განაცხადა.
ამას გარდა, ე.წ. მრისხანების დღის გამეორებასაც ელიან.
6 დეკემბერს, იერუსალიმის სტატუსის შესახებ ტრამპის განცხადების შემდეგ, მათ აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ჯოჯოხეთის კარის გაღების ტოლფასად შეაფასეს.