„ჰამასმა“ საჰაერო იერიში განახორციელა ისრაელის ქალაქ აშკელონზე. სირენების ხმა ისმის სხვა ქალაქებშიც.
მანამდე „ჰამასმა“ მოუწოდა აშკელონის მაცხოვრებლებს, დაეტოვებინათ ქალაქი და ვადა ადგილობრივი დროით 17:00 საათამდე მისცა.
ქალაქი აშკელონი ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მდებარეობს.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით შაბათიდან მოყოლებული 4 500 რაკეტა ისროლეს.