„ჰამასმა“ ისრაელის ქალაქ აშკელონზე საჰაერო იერიში განახორციელა

18:42, 10.10.2023

„ჰამასმა“ საჰაერო იერიში განახორციელა ისრაელის ქალაქ აშკელონზე. სირენების ხმა ისმის სხვა ქალაქებშიც.

მანამდე „ჰამასმა“ მოუწოდა აშკელონის მაცხოვრებლებს, დაეტოვებინათ ქალაქი და ვადა ადგილობრივი დროით 17:00 საათამდე მისცა.

ქალაქი აშკელონი ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მდებარეობს.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით შაბათიდან მოყოლებული 4 500 რაკეტა ისროლეს.

მსგავსი