„ჰამასმა“ და პალესტინის მმართველმა „ფათჰმა“ ჩინეთის შუამავლობით ეროვნული ერთობის შეთანხმება გააფორმეს
„ჰამასმა“ და პალესტინის მმართველმა „ფათჰმა“ ჩინეთის შუამავლობით ეროვნული ერთობის შეთანხმება გააფორმეს.
ღაზის სექტორის მმართველი „ჰამასის“ წარმომადგენელმა, მუსა აბუ მარზუკმა განაცხადა, რომ ეროვნული ერთობის შეთანხმება პალესტინის სხვა ჯგუფებსაც მოიცავს.
„დღეს ჩვენ ვაფორმებთ შეთანხმებას ეროვნული ერთიანობისთვის და ვამბობთ, რომ ამ მოგზაურობის დასრულების გზა ეროვნული ერთობაა. ჩვენ მოწოდებული ვართ ეროვნული ერთიანობისკენ“, – განაცხადა „ჰამასის“ წარმომადგენელმა.
მოლაპარაკებები ჩინეთის დედაქალაქ პეკინში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.