„ჰამასის“ წარმომადგენელი - ჯერ არ არის მიღწეული შეთანხმება ღაზაში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის გახანგრძლივებაზე
ლიბანში „ჰამასის“ წარმომადგენელი ოსამა ჰამდანი ამბობს, რომ ჯერ არ არის მიღწეული შეთანხმება ღაზაში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის გახანგრძლივებაზე. მისი თქმით, ისრაელის შეთავაზებას განხილვის ღირსად არ თვლიან.
„რაც შეეხება შეთავაზებას, რომელიც გაკეთდა ჩვენთვის ზავის გასახანგრძლივებლად, არ ვთვლით ამას შესწავლის ღირსად“, – თქვა ჰამდანმა.
გაგრძელდება თუ არა ზავი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის, ეს ამ დროისთვის უცნობია.