„ჰამასის“ წარმომადგენელი - ღაზაში ცეცხლის შეწყვეტამდე ტყვეების გაცვლა არ მოხდება
„ჰამასის“ განცხადებით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტამდე ტყვეების გაცვლის პროცესი არ მოხდება.
„კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ რასაც მტერმა ვერ მიაღწია ბრძოლის ველზე, იმას ვერ მიაღწევს მოლაპარაკების მაგიდასთან. ჩვენი ხალხი უსაფრთხოდ ვერ იქნება მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის, აგრესიის შეწყვეტისა და მტრის გაყვანის გარეშე ღაზის სექტორის ყოველი სანტიმეტრიდან. ღაზის სექტორში ჩვენი ხალხისთვის სასწრაფო და ადეკვატური თავშესაფრისა და დახმარების მიწოდება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. პატიმრების გაცვლა არ შეიძლება განხორციელდეს, ვიდრე ეს ყველაფერი არ იქნება მიღწეული“, – აღნიშნა „ჰამასის“ წარმომადგენელმა, ოსმა ჰამდანმა.
„ჰამასის“ წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე, რაც, მისი თქმით, ღაზის სექტორიდან ჯარების სრულად გაყვანას, იძულებით გადაადგილებულების საცხოვრებელ ადგილას დაბრუნებას, სამედიცინო დახმარებასა და რეკონსტრუქციის პროცესის დაწყებას გულისხმობს.