„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია

ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე მიღწეული იქნება, არის ილუზია, – ამის შესახებ „ჰამასის“ პრესსპიკერმა, სამი აბუ ზუჰრიმ განაცხადა.

„ჰამასის“ წარმომადგენლის თქმით, ისრაელი ხელს უშლის შეთანხმების შანსებს. მისივე თქმით, ვაშინგტონი მხარს უჭერს ამ ძალისხმევას.

„ჩვენ არ ვართ შეთანხმების ან რეალური მოლაპარაკების ზღვარზე, არამედ ამერიკული დიქტატის დაწესების წინაშე ვართ“, – განაცხადა სამი აბუ ზუჰრიმ.

კატარის დედაქალაქ დოჰაში კატარის, აშშ-ისა და ეგვიპტის შუამავლობით გამართული მოლაპარაკების შემდეგ აშშ-ის დელეგაციის წევრებმა განაცხადეს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის პერსპეტივები ოპტიმისტურია.