„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ღაზის სექტორში 27 947 პალესტინელი დაიღუპა
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზის სექტორში 27 947 პალესტინელი დაიღუპა.
მათივე ცნობით, დაშავებულია 67 459 ადამიანი.
ამასთან, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული, ბოლო 24 საათის განმავლობაში 107 პალესტინელი დაიღუპა, ხოლო 142 დაშავდა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზის სექტორში 10 000-ზე მეტი ტერორისტი მოკლეს.