„ჰამასის“ ლიდერი - წინააღმდეგობის ძალები ღაზის სექტორში ისრაელის არმიასთან ხანგრძლივი ომისთვის მზად არიან
წინააღმდეგობის ძალები ღაზის სექტორში ისრაელის არმიასთან ხანგრძლივი ომისთვის მზად არიან, – ამის შესახებ „ჰამასის“ ლიდერმა, ისმაილ ჰანიემ განაცხადა.
ღაზის სექტორის რადიკალური დაჯგუფების პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ წინააღმდეგობა ჩართულია სტრატეგიულ კონფლიქტში მტერთან და ომიდან მხოლოდ გამარჯვებული გამოვა.
„მტერს თუ სურს ხანგრძლივი ბრძოლა, ჩვენი შესაძლებლობები უფრო დიდია, ვიდრე ჩვენი მტრის და ჩვენს წინააღმდეგობას გადამწყვეტი სიტყვა ექნება მასში. მსოფლიო მოწმე იქნება ალ-ყასამის ბრიგადებისა და წინააღმდეგობის ფრაქციების მიერ ისრაელის ოკუპაციის დამარცხების ღაზაში, როგორც ეს გააკეთეს 18 წლის წინ. ისინი ვერაფერს მოიმკიან წარუმატებლობის, იმედგაცრუებისა და დამარცხების მეტს. ღაზის მცხოვრებლებმა და წინააღმდეგობამ ჩაშალეს მტრის მიზნები და გეგმები გადაადგილების ან მძევლების იძულებით დაბრუნებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ისმაილ ჰანიემ.