„ჰამასის“ ლიდერი აცხადებს, რომ ღაზაში საავადმყოფოზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი აშშ-ია
„ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს თქმით, ღაზაში საავადმყოფოზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი აშშ-ია.
„საავადმყოფოში მომხდარი ხოცვა ადასტურებს მტრის სისასტიკეს და მისი დამარცხების განცდის ხარისხს”, – აღნიშნა ჰანიემ სატელევიზიო მიმართვაში.
„ჰამასის“ ლიდერი მოუწოდებს ყველა პალესტინელს, გავიდნენ და დაუპირისპირდნენ ოკუპაციას.
ამასთან, ისმაილ ჰანიემ ყველა არაბს და მუსლიმს ისრაელის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების მოწყობის რჩევა მისცა.