„ჰამასის“ ლიდერები აცხადებენ, რომ სამშვიდობო ზავის პირობებს დათანხმდნენ
„ჰამასის“ ლიდერები აცხადებენ, რომ სამშვიდობო ზავის პირობებს დათანხმდნენ

დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერები აცხადებენ, რომ სამშვიდობო ზავის პირობებს დათანხმდნენ.

საუბარია ზავის იმ პირობებზე, რომელიც შუამავლებმა – კატარმა და ეგვიპტემ წარადგინეს.

ჯერ ზავის პირობების დეტალები უცნობია, მათ შორის ის, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ზავი და არც ისაა ცნობილი, რა ბედი ელოდებათ მძევლებს.

„ჰამასში“ აცხადებენ, რომ ახლა ბურთი ისრაელის მოედანზეა. ამასთან, ღაზის სექტორში მოქალაქეები „ჰამასის“ გადაწყვეტილებას აღნიშნავენ.