ჰაიტიზე ბავშვთა სახლში ხანძრის შედეგად 15 ბავშვი დაიღუპა
ჰაიტიზე ბავშვთა სახლში ხანძრის შედეგად 15 ბავშვი დაიღუპა

ჰაიტიზე ბავშვთა სახლში ხანძარს 15 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ცეცხლი დედაქალაქის გარეუბანში მდებარე არალიცენზირებულ ბავშვთა სახლში გაჩნდა. ხანძრის ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ბავშვთა სახლში ელექტროენერგიის ნაცვლად სანთლებს იყენებდნენ.

ახლა ხელისუფლება ხანძრის დროს გადარჩენილი ბავშვების სხვა შენობებში განთავსებაზე მუშაობს.

ჰაიტიზე 760-ზე მეტ ბავშვთა სახლში დაახლოებით 30 ბავშვი ცხოვრობს. აღნიშნული ბავშვთა სახლების მხოლოდ 15 პროცენტი არის ოფიციალურად რეგისტრირებული. ამასთან, ცნობილია, რომ ბავშვთა სახლებში მცხოვრები მცირეწლოვნების დაახლოებით 80 პროცენტს მინიმუმ ერთი მშობელი მაინც ჰყავს.