H1N1 გრიპის ვირუსით გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი 10 თვის ბავშვია. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ რეგიონში მოხდა.
როგორც პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ვირუსის გამოვლენამდე ბავშვს წითელა ჰქონდა, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.
მათივე ინფორმაციით, მოზარდი მშობლებს ჰოსპიტალში არ გადაუყვანიათ და ის საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
H1N1 ვირუსით ქვეყანაში ბოლო ერთი თვის განმავლობაში სულ 16 ადამიანი დაიღუპა.
სამინისტროს ახალი სტატისტიკის მიხედვით, ვირუსით ავადობის შემთხვევების დინამიკა შემცირებულია, იკლო სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების რიცხვმაც. ყოველ 100 ათასი მოქალაქიდან ვირუსით 253-ია დაავადებული. ამჟამად ჰოსპიტლებში ე.წ. ღორის გრიპის დიაგნოზით 796 ადამიანი მკურნალობს, აქედან 42-ს მდგომარეობა კი მძიმეა და ისინი მკურნალობის კურსს რეანიმაციულ განყოფილებაში გადიან.