GWP-ში იმედოვნებენ, რომ სემეკ-ი ტარიფს სამართლიანად დაითვლის
GWP-ში იმედოვნებენ, რომ სემეკ-ი ტარიფს სამართლიანად დაითვლის

GWP-ის საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გურამ ახვლედიანი იმედოვნებს, რომ სემეკ-ი ტარიფს ისე დაითვლის, რომ სამართლიანი იქნება მოსახლეობისთვისაც და კომპანიისთვისაც.

ამის შესახებ ახვლედიანმა ჟურნალისტებს სემეკ-სი კომპანიების 018-2020 წლების  საინვესტიციო გეგმების განხილვაზე საუბრისას  განუცხადა.

სემეკ-ი დღეს წყალმომარაგების კომპანიების 2018-2020 წლების საინვესტიციო გეგმებს განიხილავს. მოხდება შეთანხმება GWP-ის მცხეთის წყლისა და რუსთავის წყლის საინვესტიციო მოცულობებზე.

“ჩვენს კომპანიას საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს შემდეგი 3 წლის განმავლობაში. კომპანია 200 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში. კერძოდ, ეს იქნება ჩვენი წყალმომარაგების ქსელისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ელემენტის განვითარება და განახლება.

რაც შეეხება ტარიფის დადგენას, დღეს განვიხილავთ GWP-ის, რუსთავისა და მცხეთის წყლის ტარიფს. იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ სემეკ-ი ტარიფს ისე დაითვლის, რომ სამართლიანი იქნება  მოსახლეობისთვისაც და ჩვენი კომპანიისთვისაც“, – აღნიშნა GWP-ის საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გურამ ახვლედიანმა.

მისივე თქმით, კომპანიის მიერ მსხვილი ინვესტიციების განხორციელება და მასშტაბური ტემპებით რეაბილიტაციების ჩატარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა შემოსავალი ექნება კომპანიას მომავალ 3-წლიან სატარიფო პერიოდში.

დღესვე კომისია იმსჯელებს ჟინვალჰესის საინვესტიციო გეგმებზეც. კომისიაში  ასევე გაგრძელდება მსჯელობა “ენერგო პრო ჯორჯიას” საინვესტიციო გეგმებზეც.