რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებზე ოთხი სამართალდამცველი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მათ დაზიანებები ბლაგვი საგნით, ძირითადად, თავის არეში აქვთ მიყენებული.
სამართალდამცველთა დაშავების ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც უწყებაში აცხადებენ, ოთხივე მათგანი სახლის პირობებში მკურნალობს.
რუსთაველის გამზირზე აქციაზე შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებდნენ. აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის პერიოდულად ხდებოდა შეხლა-შემოხლა და დაპირისპირება.