გურჯაანში მოხუცი ცოლ-ქმარი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ცხედრები მეზობლებმა იპოვეს.
წინასწარი ინფორმაციით, ცოლ-ქმრის გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.