გურჯაანში მოხუცი ცოლ-ქმარი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

14:25, 23.12.2017

გურჯაანში მოხუცი ცოლ-ქმარი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ცხედრები მეზობლებმა იპოვეს.

წინასწარი ინფორმაციით, ცოლ-ქმრის გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი