გურჯაანში ხანძარს 60 წლამდე ქალი ემსხვერპლა. ხანძარი აღმაშენებლის ქუჩაზე, ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. მთლიანად განადგურდა საოჯახო ტექნიკა და ავეჯი.
ადგილზე კახეთის ოთხი მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი მუშაობდა. ცეცხლი საცხოვრებელში სწრაფად გავრცელდა, რის გამოც მეხანძრე-მაშველებმა ქალის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.