გურჯაანში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

06:31, 25.10.2019

გურჯაანში ხანძარს 60 წლამდე ქალი ემსხვერპლა.  ხანძარი აღმაშენებლის ქუჩაზე, ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. მთლიანად განადგურდა საოჯახო ტექნიკა და ავეჯი.

ადგილზე კახეთის ოთხი მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი მუშაობდა. ცეცხლი საცხოვრებელში სწრაფად გავრცელდა, რის გამოც მეხანძრე-მაშველებმა ქალის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.

მსგავსი