გურჯაანში „ღვინის ფესტივალი 2018“ იმართება. ფესტივალზე წარმოდგენილია დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული სხვადასხვა ტიპის ღვინო და ჭაჭა. სპეციალურად ფესტივალისთვის საწნახელში ყურძენს წურავენ, სტუმრებს საშუალება აქვთ, ამოავლონ ჩურჩხელა და დააგემოვმონ ღვინო.
ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან. ფესტივალი ნიაზ დიასამიძისა და „33 ა“-ს კონცერტით, ასევე ფილმის „საქართველო – ღვინის სამშობლოს“ ჩვენებით დასრულდება.