გურჯაანში 13 ოქტომბერს ღვინის ფესტივალი წელს უკვე მეორედ გაიმართება.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ქვევრის ღვინო, ასევე დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული 100-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის, სხვადსხვა ფერისა და ასაკის ღვინო, ჭაჭა და სხვა სასმელები. სტუმრებს საშუალება ექნებათ გასინჯონ ტრადიციული ქართული კერძებიც.
ფესტივალის მიზანია, ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა როგორც უცხოელებისთვის, ისე ქართული საზოგადოებისთვის.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2018 ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში იმართება და მისი მხარდამჭერები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო.
ფესტივალის დღის პროგრამა:
შემოდგომის დღესასწაული 13:00 – 19:00
საბავშვო გასართობი პროგრამა 13:00 – 15:00
ილუზიონისტის შოუ და ანიმატორები 13:00 – 15:00
მეღვინეთა სივრცე და დეგუსტაცია 13:00 – 17:00
სამეწარმეო მარკეტი და ეთნო სივრცე 13:00 – 17:00
თათარაობა და კახური ტკბილეულის დეგუსტაცია 13:00 – 17:00
ყურძნის დაწურვა საწნახელში 14:00 – 16:00
მხატვრების გამოფენა 13:00 – 17:00
ცოცხალი მუსიკა 13:00 – 16:00
საავტორო ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა 13:00 – 17:00
ქართული ფილმის გმირების კოსტუმირებული პერფორმანსები 14:00 – 16:00
„ცოცხალი ძეგლები“-ს შოუ 14:00 – 16:00
ფიროსმანის „სუფრა“-ს პერფორმანსი 14:00 – 16:00
ქორეოგრაფიული ანსამბლი „გურჯაანი“-ის წარმოდგენა 14:00 – 16:00
ფოლკლორული ანსამბლი „გურჯაანი“-ის კონცერტი 14:00 – 16:00
ვასო გოძიაშვილის სახელობის ველისციხის თეატრის სპექტაკლი „ძველებური ვოდევილი“ 14:00 – 16:00
სპორტული შეჯიბრებები 13:00 – 17:00
შეჯიბრი ყურძნის დაწურვაში 14:00 – 16:00
გასართობი და შემოქმედებითი თამაშები 13:00 – 17:00
კონცერტი- ნიაზ დიასამიძე და 33ა 16:00-18:00