გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩაზე BMW-ს მარკისა და სატვირთო ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ. თვითმხილველების თქმით, BMW-ს მძღოლმა შეჯახებამდე მართვა დაკარგა და რამდენჯერმე შემოტრიალდა.
სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალში“ გადაიყვანა, სადაც ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უკეთდება.
ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.