კურორტ ახტალის მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილი ორ მოზარდს გზის გადაკვეთისას დაეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ საავდმყოფოში გადაიყვანა. ექიმის ინფორმაციით, არასრულწლოვნებმა გონება დაკარგეს, სხვა მნიშვნელოვანი გარეგანი დაზიანება კი არ აღენიშნებათ. მათ სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.
როგორც შსს-ში პირველ არხს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.