გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ორსართულიანი სახლი იწვის.
არსებული ინფორმაციით, დაიწვა მეორე სართული და განადგურდა იქ არსებული საოჯახო ავეჯი და ტექნიკა.
ადგილზე მობილიზებულია თელავისა და გურჯაანის საგანგებო სიტუაციების მმართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები.
ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი კონკრეტული მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.