გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში მამაკაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლული იპოვეს. მას თავის არეში ბლაგვი იარაღით სასიკვდილო დაზიანებები აქვს მიყენებული.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იტყობინება, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.