გურჯაანში მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს

10:14, 29.04.2019

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში 40 წლის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამამ შვილი მოკლა. საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, შემთხვევას წინ უძღოდა სიტყვიერი და ფიზიკური შელაპარაკება.

მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

მამაკაცის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.

მსგავსი