გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მკვლელობა მოხდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მკვლელობა მოხდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მამაკაცმა ორი ადამიანი მოკლა, ერთი კი დაჭრა.

51 წლის კაცმა ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა საკუთარ მეუღლესა და მათთან ხმაურზე შესულ მეზობელს.

გარდა ამისა, მან სახის არეში ჭრილობები მიაყენა კიდევ ერთ მეზობელს, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალში“ გადაიყვანა. მას ამ წუთებში ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

„ჯეო ჰოსპიტალის“ მენეჯერის, გელა ორველაშვილის განცხადებით,  დაჭრილია 49 წლის მამაკაცი. მისივე თქმით, პაციენტს ყბა -სახის მძიმე დაზიანების გამო, სავარაუდოდ თბილისის პროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, კახეთის პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დამნაშავის დასაკავებლად აქტიურად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.