გურჯაანის საბავშვო ბაღები ქვეწარმავლების საწინააღმდეგო პრეპარატით დამუშავდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის 37-ვე დაწესებულებაში აპრილიდან ქვეწარმავლების საწინააღმდეგო სპეციალური პრეპარატით დამუშავება დაიწყება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს გურჯაანის ბაღების გაერთიანების წარმომადგენელმა, შორენა ფროდიაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ქვეწარმავლების საწინააღმდეგო პრეპარატით დამუშავდება საბავშვო ბაღის შენობები, სათავსოები, სარდაფები და ეზოები.
„სადეზინფექციო ორგანიზაციასთან ხელშეკრულება უკვე გავაფორმეთ. ქვეწარმავლებთან ბრძოლის მიზნით ასეთი ფართომასშტაბიანი ღონისძიება პირველად ტარდება. ყველა ბაღი დამუშავდება. ეს პროცესი სავარაუდოდ, ერთ თვე გაგრძელდება და ქვეწარმავლების გამოჩენის სეზონს მომზადებულები შევხვდებით“, – განცხადა ფროდიაშვილმა.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ქვეწარმავლის საწინააღმდეგო ხსნარით დამუშავების გადაწყვეტილება გურჯაანის ბაღების გაერთიანებაში მას შემდეგ მიიღეს, რაც ერთი კვირის წინ სოფელ გურჯაანის N1 ბაგა-ბაღის ერთ-ერთ სააღმზრდელო ჯგუფში, ღუმელთან ქვეწარმავალი ნახეს. აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, საბავშვო ბაღი დაიკეტა და დღემდე არ ფუნქციონირებს. 60-მდე აღსაზრდელი კი, დროებით სხვა ბაღებშია გადანაწილებული.