გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მუქარასა და პოლიციელების მიმართ ძალადობაში ბრალდებულ მუსა ხანგოშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე პატიმრობის ნაცვლად, ხუთი ასთალარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, თუმცა სასამართლომ მოთხოვნა არ გაითვალისწინა. მუსა ხანგოშვილის ადვოკატი გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
რუსეთის მოქალაქე 1967 წელს დაბადებული მერაბ (მუსა) ხანგოშვილი 4 აგვისტოს ავტომანქანით გადაადგილდებოდა და პოლიციამ გადამოწმების მიზნით გააჩერა. ხანგოშვილმა ნარკოლოგიურ ცენტრში გადაყვანის დროს პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც დააკავეს და ბრალი სსსკ -ის 353 მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.