გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში ავარიას მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მოპედი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც 12 წლის გოგონა გარდაიცვალა, მისი და კი თბილისში რეანომობილით გადაიყვანეს.
ავტომობილის მძღოლი პოლიციამ უკვე დააკავა. მოხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.