გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მამაკაცი დაჭრეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მამაკაცი დაჭრეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მას დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

დაჭრილი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანა. კლინიკის ხელმძღვანელის, გელა ორველაშვილის განცხადებით, მამაკაცს გულმკერდის არეში სამი შემავალი ჭრილობა აღენიშნება და მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციისთვის ამზადებენ.

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ჯერ უცნობია.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.