გურიის რეგიონში გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ინტენსიურად იწმინდება გზები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სადაც ექვსი ერთეული ტექნიკა მუშაობს.
აღნიშნულ ინფორმაციას გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას ადგილზე გურიის სახელმწიფო რწმუნებული მოადგილესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონში ამ დროისთვის გადაადგილების მხრივ შეფერხება არც ერთი მიმართულებით არა არსებობს.