გურიის პოლიციის დეპარტამენტთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ბესო ქათამაძის მომხრეების აქცია დასრულდა
გურიის პოლიციის დეპარტამენტის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ბესო ქათამაძის მომხრეების აქცია დასრულდა.
მათ სამართალდამცავებს 48 საათი მისცეს, რათა დამნაშავეები დაისაჯონ.
„მოვითხოვთ იმ პირების დასჯას, რომლებმაც ქათამაძეზე თავდასხმა განახორციელეს. ჩვენ ვართ კანონმორჩილი ადამიანები და სამართალდამცავებს ვაძლევთ დროს მოკვლევისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ზომებს. ორშაბათს, 10:00 საათზე კვლავაც ამ ადგილზე შევიკრიბებით და უფრო მეტნი ვიქნებით”- აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
ოზურგეთის საკრებულოს ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე ბრალი წარედგინა „ქართული ოცნების“ დეპუტატ ტარიელ აროშიძეს.