ოზურგეთის გამგეობასთან საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბესიკ ქათამაძის მხარდამჭერები აქციის გამართვას გეგმავენ
ოზურგეთის გამგეობასთან საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბესიკ ქათამაძის მხარდამჭერები აქციის გამართვას გეგმავენ

ოზურგეთის გამგეობის წინ საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბესო ქათამაძის მხარდამჭერები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აქციის გამართვას გეგმავენ.

ისინი ქათამაძის ცემის ფაქტს აპროტესტებენ და ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დასჯას ითხოვენ.

„მოვითხოვთ საქმის გადაკვალიფიცირებას და დამნაშავეთა დასჯას. დანარჩენ მოთხოვნას კი აქციაზე გავაჟღერებთ“, – აცხადებს ,,ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძე.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტზე საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრ ტარიელ აროშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ოზურგეთის საკრებულოში ინციდენტი 15 ივნისს მოხდა.

პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გუშინ ოზურგეთის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს „ნაციონალური მოძრობის“ პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებების ნაწილად შეაფასა. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.