ოზურგეთის რაიონული სასამართლო დღეს საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ცემის ფაქტზე იმსჯელებს
ოზურგეთის რაიონული სასამართლო დღეს საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ცემის ფაქტზე იმსჯელებს

ოზურგეთის რაიონული სასამართლო დღეს საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ცემის ფაქტზე იმსჯელებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატს ბრალი ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე აქვს წარდგენილი.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე ბრიფინგი მოაწყო „ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ და დაგეგმილ სასამართლოს ფარსი უწოდა. იგი „ქართულ ოცნებას“ პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს. ადრესატები კი აღნიშნულ ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებენ.

ოზურგეთის საკრებულოში ინციდენტი 15 ივნისს მოხდა.

პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გუშინ ოზურგეთის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს „ნაციონალური მოძრობის“ პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებების ნაწილად შეაფასა. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.