გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ანასეულის „ხანდაზმულთა სახლს“ ეწვია და ბენეფიციარებს ახალი წელი მიულოცა
გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ანასეულის „ხანდაზმულთა სახლს“ ეწვია და ბენეფიციარებს ახალი წელი მიულოცა

გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია ოჯახთან და მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილთან ერთად, ანასეულის „ხანდაზმულთა სახლს“ ეწვია და ბენეფიციარებს ახალი წელი მიულოცა.

„ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ბაზაზე არსებულ ხანდაზმულთა სახლში ამჟამად 15 ბენეფიციარი ირიცხება.

„თქვენ ხართ სწორედ ადამიანები, რომლებსაც ჩვენი თანადგომა და ყურადღება სჭირდება. გილოცავთ ახალ წელს. მინდა ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე და ყველაფერი საუკეთესო გისურვოთ, მრავალს დაესწარით“, – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.