გურიაში თვითიზოლაციაში 99 ადამიანი იმყოფება
გურიაში თვითიზოლაციაში 99 ადამიანი იმყოფება

გურიაში თვითიზოლაციაში 99 ადამიანი იმყოფება, მათგან ჩოხატაურში 15, ოზურგეთში 36, ლანჩხუთში კი 48 პირია.

ამასთან, კარანტინში ამ დროისთვის გურიის რეგიონიდან 21 ადამიანი იმყოფება, შვიდმა პირმა კი საკარანტინო სივრცე უკვე დატოვა.

„დღეს ჩოხატაურიდან ერთმა პირმა დაარღვია თვითიზოლაციის წესი და იძულებით საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. სხვა მხრივ ვითარება სტაბილურია. თვითიზოლაციაში მყოფი პირები რეგულარულად მოწმდებიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გურიაში ვითარება კონტროლს ექვემდებარება“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების უფროსმა, არჩილ მჟავიამ.