გურიაში, ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მამაცობისთვის, რამდენიმე ადამიანი გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენებით დაჯილდოვდა
გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის, გარდაცვალების შემდეგ, ჩოხატაურის ასეულის ოთხი და ოზურგეთის ბატალიონის შვიდი მებრძოლი ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენებით დაჯილდოვდნენ.
ჯილდოები დაღუპულთა ოჯახის წევრებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ, გურიის გუბერნატორის მოადგილეებმა გიორგი თურმანიძემ, გია ებრალიძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ და ჩოხატაურის მერის მოადგილე, მინდია ჟღერიამ გადასცეს.
„ომს შეეწირნენ ვაჟკაცები, რომლებიც ღირსეულად იბრძოდნენ აფხაზეთში. სწორედ დღევანდელი დღეა მათ უკვდავსაყოფად“, – განაცხადა გურიის გუბერნატორის მოადგილე გია ებრალიძემ.