გურიაში საეჭვო პაციენტების „პისიარ“ კვლევები გრძელდება
გურიაში საეჭვო პაციენტების „პისიარ“ კვლევები გრძელდება

საქართველოში დღეს დადასტურებული კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 14 გურიაში დაფიქსირდა. აქედან ორი ოზურგეთში, ორი ლანჩხუთში, ათი კი ჩოხატაურში გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, მიმდინარეობს ეპიდკვლევა და კონტაქტების მოძიება. მათივე ცნოვით, შესაძლოა, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს, რადგან საეჭვო პაციენტების ,,პისიარ“ კვლევები გრძელდება.

გურიაში პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ინფიცირების 575 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 316 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ოთხი პაციენტი კი გარდაიცვალა.