გურიაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
გურიაში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ 9 აპრილს გარდაცვლილ ნატო გიორგაძისა და ნინო თოიძის საფლავები ყვავილებით შეამკეს. ლიხაურის ცენტრში კი, მოეწყო 9 აპრილთან დაკავშირებული მოვლენების ამსახველი ფოტოების გამოფენა.
„1989 წლის 9 აპრილი ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლისა და თავგანწირვის სიმბოლო, ასევე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ ჩოხატაურელი ნატო გიორგაძის, ასევე, ოზურგეთელი ნინო თოიძის ხსოვნას და მათი საფლავები ყვავილებით შევამკეთ. დიდება გმირებს! მადლობა მათ თავისუფლებისთვის!“- განაცხადა გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი სახოკიამ.