გურამ ოდიშარიას რომანი „პრეზიდენტის კატა“ აზერბაიჯანულ ენაზე გამოიცა
ბაქოში გურამ ოდიშარიას რომანის „პრეზიდენტის კატა“ აზერბაიჯანული თარგმანი გამოიცა.
წიგნი გამომცემლობა „განუნში“ დაიბეჭდა.
წიგნის თარგმანი ეიიუბ გიას აბასოვს ეკუთვნის.
რომანის მთავარი გმირი სოხუმის კოლორიტი, აფხაზი მიხეილ ბღაჟბაა. რომანი სწორედ მის შესახებ მოსმენილ რეალურ ისტორიებზე დაყრდნობით შეიქმნა.