ბათუმის დრამატულ თეატრში გურამ ოდიშარიას პოეზიის საღამო გაიმართა 
ბათუმის დრამატულ თეატრში გურამ ოდიშარიას პოეზიის საღამო გაიმართა 

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის დრამატულ თეატრში გურამ ოდიშარიას პოეზიის საღამო გაიმართა.

ღონისძიებაზე ავტორმა მიწვეულ სტუმრებს საკუთარი ლექსები წაუკითხა, შემდეგ კი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

„ელისო ბოლქვაძის დამსახურებით, ფესტივალი მეშვიდედ ტარდება ბათუმში. მაქვს პატივი, მონაწილეობა მიმეღო ფესტივალის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო მკითხველთან. აღსანიშნავია, რომ აუდიტორიის დიდი ნაწილი ახალგაზრდებისგან შედგებოდა და აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, რაც ძალიან სასიხარულოა ჩემთვის“,-აღნიშნა გურამ ოდიშარიამ.

ღონისძიების დასრულების შემდეგ გურამ ოდიშარიას ახალი რომანის „შენთან-უშენოდ“ პრეზენტაციაც გაიმართა, რის შემდეგაც ავტორმა ავტოგრაფები დაარიგა.