გურამ მაჭარაშვილი - საგამოძიებო კომისიის სამართლებრივი ბერკეტის გამოუყენებლობა, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ოპოზიციის კითხვებს საბოლოოდ გააქარწყლებს
რადიკალური ოპოზიციური ფრთის პრობლემაა, რომ მათი სურვილი არ ემთხვევა საზოგადოების უმრავლესობის გადაწყვეტილებას. მათი სურვილია, არჩევნების გარეშეც ნებისმიერი ფორმით მოვიდნენ ხელისუფლებაში, ხოლო საზოგადოების უმრავლეობის გადაწყვეტილებაა, პარლამენტი ისე დაკომპლექტდეს, როგორც დააკომპლექტა 90/60-ზე, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარადგინა.
„60 მანდატი ოპოზიციაზეა გადანაწილებული. მათი ვერსიით არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ამაზე ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს. უფრო მეტიც, ცეკო-ს მტკიცებით და საერთაშორისო კვლევებითაც დასტურდება, რომ ერთი-ერთში ჯდება ცეკოს-ს შედეგები მათი კვლევის შედეგებთან. ეს არგუმენტი, რომ გამოეცალათ, ბოლოს კვლევები ჩატარდა საზოგადოების სახვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით და „ენდიაის“ კვლევებითაც დადგინდა, რომ საზოგადოების უმრავლესობა მხარს არ უჭერს რადიკალური ოპოზიციის გადაწყვეტილებას, ქუჩაში გააგრძელონ საქმიანობა.
მე-9 მოწვევის პარლამენტში ის ბერკეტი, რაც ოპიზიციას გადავეცით, არის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლება, სადაც ნახევარი უნდა იყოს ოპოზიცია. ანუ, ოპიზიციას შეუძლია, რომ შექმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც უმაღლესი ხარისხის საგამოძიებო ორგანოა საკანონმდებლო დონეზე. ამ სამართლებრივი ბერკეტის გამოუყენებლობა, უკვე საბოლოოდ გააქარწყლებს ოდნავ მაინც დარჩენილ კითხვის ნიშნებს, თუ ასეთი არსებობს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ოპოზიციის მცდელობა, თითქოს რაღაც ვირტუალურ სამყაროში ამყოფოს საზოგადოება, რომ არჩევნები გაყალბდა, საბოლოოდ კრახით დამთავრდება, თუ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას საგამოძიებო კომისიაში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.